Wednesday, November 11, 2009

ტემპერატურა

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები არკვევენ ტემპერატურას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა ჯგუფები სხვადასხვა წყაროებიდან ყოველდღიურად ინიშნავენ ტემპერატურას ერთი თვის განმავლობაში. ერთი ჯგუფი თვითონ ზომავს ტემპერატურას.თითოეული ჯგუფი ადგენს მათ მიერ მოპოვებული მონაცემების დიაგრამას, წარმოადგენს სლაიდის სახით და ადარებს რეალურად გაზომილ მონაცემებს. დადგინდება საიმედო წყარო.(ინტერნეტ-საიტი, სატელევიზიო არხი)
მოსწავლეთა ასაკი/კლასი: IX
1.ვადები: ერთი თვე.
2.პროექტის შესაძლო აქტივობები: ტემპერატურის გაზომვა, სხვადასხვა საიტების მოძიება, რომლებიც ამინდზე ინფორმაციას იძლევა, მონაცემების შეგროვება, მათი შედარება, წარმოდგენა დიაგრამის სახით და პრეზენტაციის მოწყობა.
3.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას, ფუნქციების განაწილებას,სხვადასხვა წყაროებზე დაკვირვებას და შედარებას.
4.სარგებელი სხვებისათვის: საიმედო ინტერნეტ-საიტის ან ტელეარხის დადგენა.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს.
პროექტის ფასილიტატორი: მედეა ჯალიაშვილი.
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: medjaliashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://jaliashvili.blogspot.com/